Thursday, November 26, 2009

საგანმანათლებლო პროექტი

1.პროექტის სახელი: „საქართველო არის ესე...“
2.პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იძიებენ საქართველოს კუთხეების ამსახველ სხვადასხვა მასალებს. ეცნობიან კუთხურ დიალექტებს, მუსიკას, ჩაცმულობას. აგროვებენ საჭირო ფოტოებს და აუდიო ჩანაწერებს;
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები სტუმრობენ თბილისს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ეცნობიან და დაწვრილებით სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საცხოვრებელი სახლების იერსახეს (სვანური კოშკი, მეგრული ოდა) კითხულობენ და სწავლობენ სხვადასხვა კუთხის ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს. (უკეთესი ანალიზისთვის უსმენენ სათანადო აუდიო მასალას)
ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. უფროსი თაობისაგან ხდება დიალექტური მეტყველების მოსმენა–ჩაწერა. ჩაცმულობის, ძველი ტრადიციების გაცნობა. დღესასწაულებთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმბოლოების გაცნობა– დაფიქსირება. (ჩიჩილაკი, ბასილა) წარმართობადან მომდინარე რიტუალები (ჭიაკოკონობა, ბერიკაობა).
4.მოსწავლეთა ასაკი – 12–15 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 თვე
6.პროდუქტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ორგანიზება. ექსკურსია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ხალხური პოეზიის, სიმღერა– ცეკვების მოძიება, ფოტომასალის წარმოდგენა, გამოფენის მოწყობა, ფოლკლორული საღამოს ჩატარება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ეცნობიან და სწავლობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს, უღვივდებათ მშობლიური ქვეყნის სიყვარული, უმდიდრდება ცოდნა საკუთარი ტრადიციების მიმართ. მოძიებული მასალები განთავსდება ინტერნეტში.
8.სასარგებლო სხვებისთვის:
ინტერნეტში განთავსებული მასალა დაინტერესებულ პირებს დაეხმარება გარკვეული ინფორმაციის მიღებაში.
9. საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა.
10. მონაწილეები: 41–ე საჯარო სკოლის 6–9 კლასის მოსწავლეები;
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო ხმალაძე
12. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:nxmaladze41@gmail.com